ტიმო ვერნერს ახალი მსურველი გამოუჩნდა

10-03-2020, 10:27

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახბე, რომ "ლაიფციგის" გერმანელი შემტევი, ტიმო ვერნერი "ლივერპულში" გადასვლასთან ახლოსაა.

დღეს კი არა ერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერნერის დამატების სურვილს, კატალონიის "ბარსელონასც" გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონელები ახალგაზრდა გერმანელ ფორვარდს, ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ.

ტიმო ვერნვერმა მიმიდნარე სეზონში "ლაიფციგის" მაისური 35 შეხვედრაში მოირგო სადაც თავი 27 გატანილი გოლით და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით