რემსის გოლის შემდეგ, ამჯერად სამეფო კარის თამაშების მსახიობი გარდაიცვალა

10-03-2020, 12:46

ტურინის "იუვენტუსის" უელსელმა შემტევმა აარონ რემსიმ გუშინ მორიგი ცნობილი პიროვნების სიცოცხლე "იმსხვერპლა". სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა, შეხვედრის 55-ე წუთზე აარონმა გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ კი რამდენიმე საათში ნაცნობი სცენარი დატრიალდა და როგორც ყოველთვის მისი გოლის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება გარდაიცვალა - სამეფო კარის თამაშების მსახიობი მაქს ვონ სიდოუ.


შეგახსენებთ, რომ აქამდე უელსელი ფეხბურთელის გოლის შემდეგ ცნობილი ადამიანის გარდაცვალება უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და აარონი ნამდვილ "სერიულ მკვლელად" ჩამოყალიბდა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა რემსის გოლის გატანიდან რამდენიმე საათში, უამრავი ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულა და ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს ცრუწმენის ნამდვილად სჯერა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით