დღეს, თბილისის დროით 23:59 - ზე , უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის და "ვალენსიას" სტუმრად იტალიაში 1:4 აქვს წაგებული, ექსპერტები მაინც თვლიან, რომ "ვალენსიას" შეუძლია სიტუაცია გამოასწოროს. ამისთვის "ღამურებს" გოლების გატანა სჭირდებათ, თან არაერთის, ხოლო "ატალანტა" წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდია. სავარაუდოდ, მატჩი გახსნილი და სანახაობრივი გამოვა, ხოლო მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს.
FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია 2.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.47