რისი შიში და სურვილი აქვთ ბელარუსებს საქართველოსთან მატჩის წინ

10-03-2020, 15:37

როგორც მოგეხსენებათ, 26 მარტს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. 

ამ ისტორიული მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, რაც უპრეცედენტო ფაქტია. ამ ფაქტსა და ქართველი გულშემატკივრობის ფაქტორზე ბელარუსული მედია დიდი ყურადღებას ამახვილებს.

"კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება, შესაძლოა, კორექტირება მოახდინოს და უეფა-მ ეს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაატაროს. თუმცა, ეს ვარიანტი უფრო ვარაუდია", - ვკითხულობთ ბელარუსის მედიაში.

გამოცემამ ბელარუს გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ როგორ აფასებენ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების შესაძლებლობას და შესაბამისი კითხვები დასვა.

აღმოჩნდა, რომ ბელარუსები უმაყურებლო სტადიონზე თამაშსს უპირატესობას ანიჭებენ, რადგან ისინი გულშემატკივარს დიდ ძალად თვლიან. გამოკითხულთა 42%-მა ჩათვალა, რომ უკეთესია მატჩს ქომაგები არ დაესწრნონ, რადგან ეს მათთვის პლიუსი იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით