ვითარება იცვლება, გადაიდება თუ არა საქართველო-ბელარუსიის მატჩი ( ბოლო ცნობები)

10-03-2020, 17:51

როგორც მოგეხსენებათ, 26 მარტს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. 

ამ ისტორიული მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, რაც უპრეცედენტო ფაქტია – საქართველოს ნაკრებს დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩი სლოვაკეთსა და ირლანდიას შორის, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

ჯერ კიდევ უცნობია, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რა გავლენას მოახდენს და მისცემს თუ არა უეფა ქართულ მხარეს უფლებას, 26 მარტის მატჩს მაყურებელი რომ დაესწროს.

მატჩის გადადების საშიშროება არ არსებობს, თუმცა შესაძლოა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.

უეფა-ს ამ ეტაპზე მსგავი განცხადება არ გაუკეთებია, რადგან საქართველოში ჯერ ამ კუთხით კატასტროფული მდგომარეობა არაა. თუმცა, უცნობია, მატჩამდე დარჩენილ 16 დღეში ვითარება როგორ შეიცვლება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით