"რეალში" ზიდანის შემცვლელი დასახელდა

10-03-2020, 21:28

გავლენიანი ესპანური ტელეარხის El Chiringuito-ს ინფორმაციით, "რეალი" აქტიურაა განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის გაშვებას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

თავის მხრივ, ზიდანი კი "იუვენტუსის" წინადადების მისაღებად ემზადება.

წყარო იტყობინება, რომ ზიდანის შემცვლელად "სამეფო კლუბი" ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილ თავკაცს, მაურიციო პოჩეტინოს, განიხილავს.

ტელეარხის ცნობით, "რეალმა" დაამყარა კონტაქტი პოჩეტინოს წარმომადგენლებთან და მოლაპარაკებები დაიწყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კარანტინის დროს ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით