სიმეონე: "ლივერპულთან" რაიმე განსხვავებულს არ ვგეგმავთ"

11-03-2020, 11:35

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, დიეგო სიმეონე, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"მეტოქე ჩვენგან რაიმე განსხვავებულს არ უნდა ელოდოს, მეტიც, არავითარი უნიკალური გეგმა და გამარჯვების ფორმულა არ გვაქვს, ერთადერთი რამ, რაც დაგვჭირდება, ბრძოლისუნარიანობაა."

"შრომისა და გამძლეობის ხარჯზე 1/4 ფინალურ ეტაპზე ნამდვილად შევძლებთ გასვლას."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 11 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით