ლევან კობიაშვილმა კორონავირუსის გამო მატჩებზე მაყურებლების დაუშვებლობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა

11-03-2020, 15:15

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Twitter-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრების არდაშვების შესახებ საუბრობს.

"იმ დროს, როდესაც ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად ყოველდღიურად იზრდება, საერთაშორისო მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში მგზავრობენ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ".

"ყველა ასოციაციამ, უეფასთან ერთად, უნდა იზრუნოს გულშემატკივართა ჯანმრთელობაზე, თუმცა ასევე ფეხბურთელებზე. ეს არის ფაქტორი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. გულშემატკივრების გამოკლებით პრობლემა არ გადაიჭრება", - ვკითხულობთ კობიაშვილის განცხადებაში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით