ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი პირველ აპრილამდე შეჩერებულია

11-03-2020, 15:36

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი პირველ აპრილამდე შეჩერებულია.

"მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების პირველ აპრილამდე შეჩერების თაობაზე".

"ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით