ძალიან ცუდი ამბავი ქართველი გულშემატკივრებისთვის

11-03-2020, 16:26

კვიპროსული გამოცემების ინფორმაციით, "ანორთოსისის" ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა მუხლის მყესი გაიწყვიტა და უახლოესი 6 კვირის განმავლობაში მისი დაბრუნება გამორიცხულია.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ანანიძე საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 1/2 ფინალური მატჩი 26 მარტს, თბილისში გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დინამო თბილისისა და ტირანას მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით