ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა

12-03-2020, 02:13

ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა მცველს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც ცნობილია, 25 წლის ფეხბურთელმა ტესტირება დღეს ჩაიტარა და სამწუხაროდ, პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ამ მიზეზით "ბებერი სინიორას" მთელი შემადგენლობა კორონავირუსის ტესტირებაზე იქნება გადაყვანილი. არსებობს საშიშროება იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი "ლიონის" წინააღმდეგ გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე "ჰანოვერის" ფეხბურთელსაც დაუდგინდა კორონავირუსი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით