მატჩის შემდეგ კლოპმა მოთამაშეები გაამხნევა

12-03-2020, 02:43

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც "ატლეტიკომ" დამატებით დროში "ლივერპული" 2:3 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

თამაშის დასრულების შემდეგ მერსისიდული კლუბის დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა თავისი შეგირდები შეკრიბა და გაამხნევა.

გერმანელმა მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა ბრძოლისთვის, ამ მომენტის შესახებ ბრიტანელი ჟურნალისტები უკვე ბევრს საუბრობენ.

"ატლეტიკოსა" და "ლივერპულის" შეხვედრის ძირითადი დრო 1:0 დასრულდა, დამატებით დროში "ლივერპული" წინ გავიდა, თუმცა მარკოს ლორენტეს დუბლისა და მორატას გოლის წყალობით, საბოლოო გამარჯვება "ატლეტიკოს" დარჩა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით