• 16-06-2023
    Transfermarkt-მა ფასები განაახლა! - გიორგი მიქაუტაძის რეკორდული მაჩვენებელი
    Transfermarkt-მა ფასები განაახლა! - გიორგი მიქაუტაძის რეკორდული მაჩვენებელი

    გავლენიანმა ევროპულმა გამოცემა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 2-ში ფასები განაახლა.

    განახლების შემდეგ “მეცის” ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ფასი 10 მილიონი ევრო გახდა.

    გიორგი Transfermarkt-ის ფასის მიხედვით მე-3 საუკეთესო ქართველი გახლავთ, მეორე ადგილზე გიორგი მამარდაშვილია (25 მილიონი) პირველ პოზიციას კი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს (85 მილიონი).

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა. 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 39 ჩატარებულ შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები