ჰოლანდი: "ფანების არყოფნა ჩვენს ცუდ თამაშს არ ამართლებს"

12-03-2020, 10:16

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩში "პსჟმ" "დორტმუნდს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რითაც შემდგომ ეტაპზე გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გერმანული კლუბის თავდამსხმელმა, ერლინ ჰოლანდმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ წარმატების მიღწევა რთული იქნებოდა, თუმცა, არა შეუძლებელი. სამწუხაროდ, ცუდი მატჩი ჩავატარეთ."

"ფანების გარეშე თამაშის ჩატარება რთულია, მაგრამ, ეს არ ამართლებს ჩვენს ცუდ თამაშს." - აცხადებს ჰოლანდი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვარაცხელიას გოლი პრემიერლიგის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა

დაგვიმეგობრდით