სიმეონე: “ზუსტად ვიცი ის მიზეზი, რატომაც მოვუგეთ “ლივერპულს”

12-03-2020, 03:43

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ დიეგო სიმეონემ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ორი აზრი არ არსებობს, ობლაკი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. თუმცა, ის ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც სავიჩი, ვრსალკო და გუნდის სხვა წევრები."

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს, ისევე როგორც "ბარსელონას" ჰყავს ლეო მესი, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი."

"ძალიან გახარებული ვარ. ევროპის საუკეთესო 8 გუნდში დავბრუნდით. ჩამორჩენის მიუხედავად არ დავნებდით და საბოლოოდ შედეგსაც მივაღწიეთ. ზუსტად ვიცი, ეს იყო წარმატების საწინდარი." - აცხადებს სიმეონე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით