ოფიციალურად: "ინტერი" კარანტინშია

12-03-2020, 17:22

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 26-ე ტურის შემდეგ, რომელშიც ერთამნეთს "იუვენტუსი"  და "ინტერი" დაუპირისპირდენენ ტურინული კლუბის ფეხბურთელს, დანიელე რუგანის, კორონავირუსი დაუდგინდა.

რუგანი მოედანზე არ ყოფილა, მაგრამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ასე თუ ისე, კონტრაქტი ჰქონდა თამაშის მონაწილეებთან.

აღნიშნულის შემდეგ, "ინტერის" ხელმძღვანელობამ კარანტინის გავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა.

"მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" გამოაცხადა დანიელე რუგანის მდგომარეობის შესახებ, "ინტერი" აჩერებს ყველა საშეჯიბრო მოქმედებას. ამ მომენტისთვის, კლუბი დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროცედურა გაიაროს",  - ვკითხულობთ "ნერაძურის" ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით