"ჩელსი" მორიგ სატრანსფერო რეკორდზე მიდის

13-03-2020, 01:29

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელი კარის დარაჯის შესაძენათ თანხა გაამზადა.

Football.London-ის ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მზად არიან, იან ობლაკის სანაცვლოდ მადრიდული გრანდს 102 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

როგორც ცნობილია, "არისტოკრატთა" ბოსები დიდად კმაყოფილნი არ არიან კეპა არისებალაგას ასპარეზობით და სწორედ ობლაკს მიიჩნევენ მის ნომერ პირველ შემცვლელად.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სლოვანიელი მეკარის გადმობირებით ასევე "პარი სენ-ჟერმენიც" ინტერესდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით