ბუნდესლიგას წელს ჩემპიონი არ ეყოლება

13-03-2020, 15:41

გერმანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაციაა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოვლენათა სავარაუდო განვითარების შესახებ.

წყაროს ცნობით, პირველი და მეორე ბუნდესლიგა ვადაზე ადრე დასრულდება და გამარჯვებული არ გამოვლინდება. 2019-20 წლების გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტური გახდება –- 26-ე ტური, რომლის მატჩებიც 13-16 მარტს გაიმართება.

გარდა იმისა, რომ არ გამოვლინდება ჩემპიონი, ასევე ბუნდესლიგიდან არ გავარდება არც ერთი გუნდი. პირიქით, ტურნირს შეავსებს ოთხი გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან.

ასე რომ, 2020-21 წლების სეზონში მთავარ გერმანულ საფეხბურთო ლიგაში 22 გუნდი ითამაშებს.

გერმანიის 26-ე ტურის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით