დიბალას ტესტის პასუხები ცნობილია

13-03-2020, 16:46

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას, ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსის შესახებ და აღნიშნულის საფუძველზე  პრესა იუწყებოდა, რომ იგი დაინფიცირებულია.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ტურინულმა გუნდმა დაადასტურა. ამას გარდა გავრცელებულ ცნობებზე თავად ფეხბურთელმაც გააკეთა განცხადება სოციალური ქსელიას საშუალებით.

"გამარჯობა, მინდა დაგიდასტუროთ, რომ კარგად ვარ და იზოლაციაში ვარ. მადლობა შეტყობინებებისთვის. იმედია, ყველა კარგად ხართ".
 
შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსის მცველს, დანიელე რუგანის, კორონავირუსი დაუდასტურდა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით