"ბარსელონამ" ვარჯიშები შეწყვიტა !

14-03-2020, 02:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ", კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების მიღება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, დირექტორთა საბჭოსთან ერთად, ვარჯიშების შეწყვეტა გადაწყვიტა.

ცნობების მიხედვით, მოთამაშეებს სულ მალე ტესტირება ჩაუტირდებათ, ხოლო მათი უმეტესობა იზოლაციაში მოიქცევა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო ლა ლიგის მატჩები უკვე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით