სასიხარულო ინფორმაცია ჰადსონ-ოდოისთან დაკავშირებით

14-03-2020, 16:11

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გამოაცხადა, რომ კორონავირუსისგან განიკურნა და  ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა.

როგორც იცით, მსუბუქი გაციების სიმპტომები 19 წლის ფეხბურთელს 9 მარტს, დილით გაუჩნდა. მას შემდეგ, ჰადსონ-ოდოის არ უვარჯიშია ლონდონური კლუბის საწვრთნელ ბაზაზე.

ამას მოჰყვა კორონავირუსზე ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

"როგორც იცით, ბოლო ორი დღე ვირუსი მქონდა, რომლისგანაც განვიკურნე. ექიმების მითითებებს ვასრულებ და ერთკვირიან კარანტინში ვარ. იმედია, მალე ყველას ვნახავ და ძალიან მალე დავბრუნდები მინდორზე", - განაცხადა გარემარბმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით