ბელარუსები ლეგენდის გარეშე ჩამოდიან

14-03-2020, 16:38

როგორც მოგეხსენებათ,  ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

როგორც აღმოჩნდა, ბელარუსები თბილისში ნაკრების ლეგენდის, ალექსანდრ გლების გარეშე ჩამოდიან.

აღნიშნულ მატჩში გლები გამოძახებას ელოდა თუმცა ასე არ მოხდა და 38 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა კარიერა დაასრულოს.

"აზრი აღარ ჰქონდა, ნაკრებში აღარ მიძახებენ და კარიერის დასრულება გადავწყვიტე."

"ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო, ნაკრებს ჩემი თავი რომ დასჭირვებოდა, ალბათ კარიერას ისევ გავაგრძელებდი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სიაში არ მოვხდი, გასაგები იყო, რომ კარიერის გაგრძელებას და გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აზრი არ ჰქონდა. მე მივიღე გადაწყვეტილება -საკმარისია, დავასრულე", - განაცხადა ბელარუსმა ლეგანდამ.

38 წლის გლები საუკეთესო წლებში გამოდიოდა "შტუტგარტში", "არსენალსა" და "ბარსელონაში", მაგრამ ბოლოს ბელარუსის ჩემპიონატში უსახელო "ისლოჩის" ღირსებას იცავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით