"იუვენტუსმა" თანხა გაამზადა

14-03-2020, 19:45

რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ Express.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველის შესაძენათ თანხა გაამზადა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ტურინელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "არისტოკრატთა" რიგებიდან, ემერსონ პალმიერის გადმობირებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, იტალიური კლუბის ბოსები მზად არიან 25 წლის მცველში ლონდონელებს 17 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ემერსონსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 25 წლის ბრაზილიელმა ლონდონელთა მაისური მიმდინარე სეზონში მხოლოდ 17 შეხვედრაში მორიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით