პრემიერლიგაში მზად არიან "ლივერპული" ჩემპიონად გამოაცხადონ

15-03-2020, 12:03

The Telegraph-ის ინფორმაციით, "ლივერპული", შესაძლოა ინგლისის ჩემპიონად გამოაცხადონ.

წყაროს ცნობით,  თუ 2019-20 წლების სეზონი არ განახლდება, პრაქტიკულად ყველა კლუბი მზად არის, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მერსისაიდულ გუნდს გადასცეს.

სეზონის შეჩერების მომენტში, "ლივერპული" სათავეში უდგას პრემიერლიგის ცხრილს და უახლოეს მდევარს "მანჩესტერ სიტის" უსწრებს 25 ქულით.

პარასკევს, ინგლისის პრემიერლიგის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც იტყობინება ტურნირის შეჩერების შესახებ. ლიგა ჩემპიონატის 4 აპრილს განახლებას იმედოვნებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით