მოურინიომ სატრანსფერო სამიზნეები შეარჩია

15-03-2020, 10:30

დღეს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ტოტენჰემა"  ზაფხულისთვის ორი ტრანსფერი დაგეგმა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ლონდონელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლაიფციგიდან" მარსელ საბიცერის და "ვალენსიდან" ჯეფრი კონდოგბიას გადმობირებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, ზემოთ ხსენებული ტრანსფერების განხორციელება პირადად "დეზების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, მარსელ საბიცერის და ჯეფრი კონდოგბიას ამ ჟამინდელი საერთო სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით