მესი: "დააყენეთ თქვენი თავი მათ ადგილას ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა"

15-03-2020, 14:12

კატალონიის "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი, ლეო მესი, კორონავირუსის პანდემიას პირველ გამოეხმაურა და ოფიციალურ Instagram გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"საშინლად მძიმე დღეები გვიდგას და ვწუხვართ მომხდარის გამო. გვსურს დახმარება გავუწიოთ დაზარალებულებს. ამისათვის კი საჭიროა საკუთარი თავი დავაყენოთ იმათ ადგილას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ასევე საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ იმათ ადგილას, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ებრძვის დაავადებას საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში. მინდა, ყველას მათ ბევრი ძალა გავუგზავნო".

"ჯანმრთელობა ყოველთვის იყო პირველ ადგილზე. ეს განსაკუთრებული მომენტია და თქვენ უნდა მისდიოთ ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებს. მხოლოდ ასე შევძლებთ ეფექტურ ბრძოლას".

"ეს არის დრო, როცა უფრო მეტად მეტად პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ და დავრჩეთ სახლში. ეს დრო იდეალურია იმისთვის, რომ დატკბეთ ახლობლებთან ყოფნით, რასაც ხშირად მოკლებულნი ვართ".

"ყველას ვეხვევი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ სულ მალე სიტუაციის გამოსწორებას. #დარჩით სახლში", - წერს არგენტინელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით