ბრიტანული პრესა:"პსჟ" "მან სიტის" ლიდერით დაინტერესდა

15-03-2020, 19:11

რამდენიმე საათის წინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელებისთვის ზაფხულში მთავარი პრიორიტეტი ქალაქელთა რიგებიდან, რიად მაჰრეზის საკუთარ გუნდში გადმობირება იქნება.

როგორც ცნობილია, თავად ალჟირელი ფეხბურთელიც განიხილიავს კლუბიდან წასვლის ვარიანტებს, რაც უფრო ზრდის შესაძლო ტრანსფერის განხორციელების შანსებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რიად მაჰრეზის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით