"რეალი" სარეკორდო ტრანსფერს ამზადებს

15-03-2020, 21:01

დღეს ესპანურმა გამოცემამ Metro-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერის დამატებით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ზაფხულში "სამეფო კლუბის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე  სადიო მანე იქნება, რომელშიც კლუბის ბოსები 140 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის დამატება, პირადად მადრიდელთა, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს სურს.

სენეგალელმა შემტევმა, მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მაისური 34 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 16 გატანილი გოლით და 7 საგაოლე გადაცემით მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სადიო მანე მერსესაიდულ კლუბში 2016 წელს "საუნთჰემპტონიდან" გადაბარგდა და "წითლებთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით