სასწრაფოდ: შეიარაღებული თავდასხმა "ტოტენჰემის" ვარსკვლავის სახლში

15-03-2020, 22:34

ბრიტანულ მდიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალიან უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს "ტოტენჰემის" მცველს იან ვერტონგენს.

წყაროს ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბელგიელის სახლზე. ძარცვის დროს, სახლში ვერტონგენის ცოლი და ორი შვილი იყო. ოთხი მძარცველი ნიღბებში მაჩეტეებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მათ მოთხოვეს ფეხბურთელის ცოლს ეჩვენებინა - სად ინახებოდა ფული და ძვირფასეულობა. ქალი შეშინდა და შეასრულა დამნაშავეების მოთხოვნა. ლონდონის პოლიციის განცხადებით, ძარცვისას არავინ დაზარალებულა. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ პოლიცია მძარცველების კვალზე ვერ გავიდა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით