"არშემსრულებელი ითვლება ტრ**ად" - დავით ყიფიანის უცნობი ხელწერილი (ფოტო)

16-03-2020, 01:16

ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული დავით ყიფიანის უცნობი ხელწერილი გავრცელდა, რომელიც დაახლოებით 1970-71 წლებში უნდა იყოს დაწერილი.

იმ პერიოდისთვის ყიფიანი 19 წლის გახლდათ, თბილისის "დინამოში" ახალი ჩარიცხული იყო (1969 წელს), თუმცა 1970-ში "ლოკომოტივში" გაუშვეს, სადაც 28 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლით გამოიჩინა. მომდევნო წელს, 1971-დან კვლავ ქართულ ფლაგმან "დინამოს" დაუბრუნდა და 1982 წლამდე ქართული საფეხბურთო ისტორიის წერას შეუდგა.

"მე, დათო დათოს-ძე ყიფიანი, ვიძლევი სახინკლეში პირობას, რომ თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშე "დინამოს" შემადგენლობაში თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. (არ შემსრულებელი ითვლება ტრაკად)", - დაუწერია ქართველ ლეგენდას.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით