"ჩელსი" გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს

16-03-2020, 02:02

როგორც იცით რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცვლეი, ხამეს როდრიგესი ლონდონის "არსენალს" დაუკავშირეს.

დღეს კი ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლუმბიელის დამატება, კიდევ ერთ პრემიერ ლიგის გრანდს სურს.

football.london-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხამეს როდრიგესის დამატება, ასევე ლონდონის "ჩელსიც" ეცდება.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელსაც აქვს კლუბიდან წასვლის სურვილი, რაც უფრო მეტად ზრდის ლონდონური კლუბის შანსებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხამეს როდრიგესის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით