"იუვენტუსი" რონალდუს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

16-03-2020, 03:11

დღეს იტალურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს.

ცნობილი გამოცემის tuttosport-ის თანახად ტურინელები 35 წლის ფეხბურთელისთვის ხელშკერულების გაფორმებას 2024 წლის ზაფხულამდე გეგმავენ.

უნდა ავღნიშოთ ის ფაქტიც, რომ კრიშტიანუს ახლა კლუბთან კონტრაქტი 2022 აკავშირებს, თუმცა ტურინული კლუბის ბოსებს სურთ, რომ პორტუგალიელი საკუთარ გუნდში კიდევ 4 წლით იხილონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში, "ბებერი სინიორას" მაისური 31 შეხვედრაში მორიგო, სადაც თავი გამოჩენა 25 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით