რონალდო მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფება

16-03-2020, 14:12

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს მშობლიურ კუნძულ მადეირაზე მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ძალამ რიხტერის შკალით 3.8 ბალი შეადგინა.

კრიშტიანო რონალდო სწორედ მადეირაზე იმყოფება მას შემდეგ, რაც იქ იტალიიდან ჩავიდა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად. ფეხბურთელმა აპენინებზე დაბრუნება აღარ მოისურვა, რადგან იტალიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა კორონავირუსის პანდემიის მხრივ.

მოგახსენებთ, ეს მადეირაზე მეორე მიწისძვრაა ბოლო დროის განმავლობაში. პირველი 7 მარტს მოხდა და მაშინ სიმძლავრე 5.3 იყო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით