ლა ლიგის პრეზიდენტი: "ჩემპიონატი ასე არ დამთავრდება"

16-03-2020, 14:37

ესპანური ლა ლიგას პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, მედიის წარმომადგენლებთან ჩემპიონატის მომავალზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია.

"დგება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა. მქონდა კავშირი იტალიის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ლიგებთან. უნდა შევათანხმოთ კალენდარი".

"კორონავირუსი ექიმების საკითხია, ჩვენ კი გვჭირდება ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ამ ვირუსმა გამოიწვია. ასობით კონტრაქტი გვაქვს მთელს მსოფლიოში ფეხბურთის ტრანსლირებაზე. არ არის ჩვენება - არ არის ფული, ეს ცხადია. ჩემპიონატის 25 პროცენტი ვერ ვითამაშეთ, ამიტომაც მთელი ბიუჯეტი იქნება გადასახედი. დაგეგმილი შემოსავლის მეოთხედს ვერ მივიღებთ, თუ ჩემპიონატს ერ დავასრულებთ".

"შესაძლებელია თუ არა ესპანეთის ჩემპიონის გამოვლენა პლეი ოფის მეშვეობით? დღეს ჩვენ ყველა იქითკენ ვიხრებით, რომ არ ვაპირებთ ამ ჩემპიონატის დასრულებას. ამ კვირას, მთელს ევროპაში იქნება მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები", - განაცხადა ტებასმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით