პოგმას საკუთარი დაბადების დღე კორონავირუსთან ბრძოლას მიუძღვნა

16-03-2020, 15:04

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გადაწყვიტა საკუტარი დაბადების დღე კორონავირუსთან ბრძოლისტვის მიეძღვნა და სოციალური ქსელით ახალი აქტივობა წამოიწყო.

ფრანგსმკვირას, 15 მარტს, 27 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ სურს ერთ დღეში 27 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვოს და შემდეგ ამ თანხას თავად გააორმაგებს.

"დღეს ჩემი დაბადების დღეა და მე მადლიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი, მეგობრები და მე ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ. თუმცა, ამის თქმა დღეს ყველას არ შეუძლია".

"კორონავირუსის პანდემია ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას, მათ შორის ბავშვებზეც. ასეთ დროს ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. თქვენი დახმარებით, იმედი მაქვს, რომ დღეს 27 000 ფუნტ სტერლინგს შევაგროვებ და შემდეგ ამ თანხას გავაორმაგებ", – დაწერა პოგბამ Instagram-ზე.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით