ვან დე ბეეკის მომავალი კლუბი გარკვეულია

16-03-2020, 15:35

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის მომავალი გაირკვა.

როგორც იცით 22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის  "რეალი" იჩენდა და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა, წყარო იტყობინება, რომ შეთახნმება ვერ შედგა.

აღმოჩნდა, რომ "აიაქსი"  "მაიჩესტერ იუნაიტედს" მოელაპარაკა და ვან დე ბეეკიც, მომავალი სეზონიდან,  სწორედ ამ უკანასკნელის მაისურს მოიგტგებს.

შეგახსენებთ, რომ დონი ვან დე ბეეკი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია. პირველი გუნდის მაისური მან 175 შეხვედრაში მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით