"ტოტენჰემმა" "ლივერპულის" მცველს თვალი დაადგა

16-03-2020, 17:01

დღეს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Express-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" "ლივერპულის" ცენტრალური მცველის დამატებით დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, "დეზები" ზაფხულის სატნრანსფერო ფანჯრის დროს, დაცვის ხაზის გაძლიერებას "მერსესაიდელთა" რიგებიდან, დეიან ლოვრენს გადმობირებით გეგმავენ.

როგორც ცნობილია, ლონდონელები ხორვატ მცველს, იან ვერტონგეგნის შემცვლელად განიხილავენ და მზად არიან მასსში 18 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დეიან ლოვრენი "ლივერპულში 2014 წელს "საუნთჰემპტონიდან" გადაბარგდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით