"ტორპედოს" ღირსეული საქციელი - კლუბი მზადაა სამწრთვნელო ბაზა საკარანტინო ზონად გადააქციოს

17-03-2020, 14:18

ოფიციალური ინფორმაციით, სხვა ქართული გუნდების მსგავსად, ქუთაისის "ტორპედომ" ვარჯიში შეაჩერა და მზადაა ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

"ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით, როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს".

"ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ", - ნათქვამია ქუთათური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეაჩერა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით