ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სეზონის შეწყვეტის შემთხვევაში

17-03-2020, 15:11

კორონავირუსის გამო არსებობს საშიშროება იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ჩაიშალოს.

ევროპული გამოცემების ცნობით, UEFA ევროტურნირების გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

მათ შორის კი ერთი ყველაზე საინტერესოა, რომლის მიხედვითაც გუნდების მიერ მიმდინარე სეზონში მიღწეული შედეგები დაითვლება და ტურნირის ფინალისტები ან გამარჯვებული სწორედ ასე გამოვლინდება.

ამ შემთხვევაში ყველა კარგი შანსი მიუნხენის "ბაიერნს" აქვს. "რეკორდმაისტერმა" ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში იმარჯვა, 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა, რაც მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით