"მანჩესტერი" "ბარსელონას" მცველით დაინტერესდა

17-03-2020, 15:00

დღეს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Mirror.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული წყაროს ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კატალონიელთა რიგებიდან, სამუელ უმტიტის დამატებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, თავად "ბარსლეონასც" სურს ფერბუხთელის კლუბიდან გაშვება, რაც უფრო ზრდის "მანჩესტერელთა" შანსებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სამუელ უმტიტის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით