ჩემპიონთა ლიგის ფინალის თარიღი შეიცვალა

17-03-2020, 17:44

ევროპის ჩემპიონატის შემდგომ UEFA-მ ჩემპიონთა ლიგაზეც შეიტანა ცვლილებები.

მოგეხსენებათ, ტურნირის ფინალი 30 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა 27 ივნისს ჩატარდება.

ამ მომენტისთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწევა პლეი-ოფის შეხვედრებს და როდის განახლდება ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ UEFA-მ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთი წლით გადადო და ის გაისად გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მას ფეხი მეც ჩავარტყი”- ახალი დეტალი ფეხბურთელის საქმეში

დაგვიმეგობრდით