კორონავირუსუთ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაავადდა

17-03-2020, 21:07

გერმანულ მედიაში გავრცელეგული ინფორმაციით, ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბის მცველს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა.

პირველ ბუნდესლიგაში მოთამაშე ბერლინის "ჰერტამ" აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მოთამაშის გვარი არ გაჟღერებულა. მიუხედავად ამისა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს არის განაპირა მცველი მაქსიმილიან მიტელშტადტი.

კლუბის ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი და მთლიანად პერსონალი ა 14-დღიან კარანტინშია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 7636 შემთხვევა, აქედან 20 ფატალურად დასრულდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით