მატიჩმა "იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

18-03-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, მის გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე მხარის წარმომადგენლებმა შეთანხმებას საკმაოდ მალე მიაღწიეს და 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ცნობების მიხედვით, მატიჩი "იუნაიტედში" კიდევ მინიმუმ 2022/23 წლების სეზონამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის კვირეული ანაზღაურება ამ პერიოდში, 175 000 გირვანქა იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით