"რეალი" და "ბარსელონა" ალაბას შეძენით დაინტერესდნენ

18-03-2020, 14:00

დღეს Bulinews-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნის" ავსტირელი მცველის შეძენით მსოფლიო გრანდები დაინტერესდნენ.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დავიდ ალაბას დამატებას, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" ეცდება.

როგორც ცნობილია, დავიდ ალაბა გერმანულ გრანდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, რის გამოც იგი კლუბის დატოვებას გეგმავს, რაც უფრო ზრდის ტრანსფერის განხორციელების შანსებს.

ავსტირელმა ფეხბურთელმა მიმდაინრე სეზონში "რეკორდმაისტერთა" მაისური 27 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 1 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დავიდ ალაბას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიგა მაქარაშვილი თორნიკე შენგელიას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

დაგვიმეგობრდით