შევჩენკო კარანტინში ყოფნისას დროის გაყვანის საინტერესო მეთოდს გვთავაზობს

18-03-2020, 17:49

ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, მედიის წარმომადგენლებთან კორონავირუსზე ისაუბრა და კარანტინში ყოფნისთვის რეკომენდაციები გასცა.

"პირადად მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვცდილობ ისე ვიცხოვრო როგორც აქამდე. გოლფს ვთამაშობ, სპორტდარბაზში დავდივარ, მაგრამ ხალხთან ურთიერთობას ვერიდები. ამით ხალხის ჯამრთელობაზე ვზრუნავ. შიშის მიზეზი არ გვაქვს".

"მართალია სახლში ყოფნა რთულია მათთვის ვინც მუდმივად მოძრაობასაა შეჩვეული, მაგრამ არსებობს ხერხები, რომ ეს დრო სასიამოვნოთ გავიყვანოთ. მაგალითად უყურეთ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, "ოლდ ტრაფორდზე", "მილანსა" და "იუვეს" შორის. ამას გარდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც ნახეთ", - განაცხადა შევჩენკომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით