"ბაიერნი" ლეროი სანეს ტრანსფერს მიუბრუნდა

18-03-2020, 18:40

როგორც იცით გასულ თვეებში "მანჩესტერ სიტის" გერმანელ შემტევს, ლეროი სანეს აქტიურად უკავშირებდნენ მიუხენის "ბაიერნს" თუმცა ტრავმის შემდეგ ყველანაირი ინტერესი გაქრა.


დღეს კი ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ The sun-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეკორდმაისტერები" გერმანელის შეძენას კვლავ ეცდებიან.

როგორც ცნობილია, "ბაიერნის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს აღნიშნული ტრანსფერის შესახებ.

ბოლო ინფორმაციით თავად "ქალაქელების" ბოსებიც არ არიან ლეროი სანეს გუნდიდან გაშვების წინააღმდეგნი თუ მის სანაცვლოდ სასურველ თანხას მიიღებენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გერმანელი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით