"მან სიტი" გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს

18-03-2020, 22:15

რამდენიმე საათის წინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Express-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერმა" და "მანჩესტერ სიტიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, "ქალაქელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს"ნერაძურის" რიგებიდან, მილან შკრინიარის დამატებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, სლოვაკი ფეხბურთელის დამატებით, პირადად "მან სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ინტერესდება.

ესპანელი მზადაა აღნიშნულ ტრანსფერში თანხის გარდა, პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო ჩართოს, რომელი ინგლისურ კლუბს ზამთარში ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გარდა "მანჩესტერ სიტისა" მილან შკრინიარის დამატებას ზაფხულში მადრიდის "რეალიც" ეცდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით