"ჩელსიმ" "იუვენტუსის" ფეხბურთელს დაუმიზნა

18-03-2020, 22:50

ბოლო დროს არაერთი ცნობილი გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ბოსნიელი ნახვევარმცველი, მირალემ პიანიჩის კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

ფეხბურთელს ბოლო დღეებში "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ, რომელიც ფეხბურთელისადმი დიდ ინტერესესს იჩენს.

დღეს კი ბრიტანულმა გამოცემამ, express.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოსნიელი ფეხბურთელის დამატებით, პრემიერ ლიგის გრანდიც დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის შუახაზელის დამატებას, ლონდონის "ჩელსი" გეგმავს, რომელიც მზადაა ფეხბურთელისათვის 55 მილიონი ფუნტი გაიღოსს.

როგორც ცნობილია, პიანიჩის საკუთარ გუნდში ხილვა პირადად პრენ ლამპარდს სურს.

აქვე შეგახსენებთ იმსაც, რომ მირალემს ახლა ცუდი პერიოდი უდგას და ფანების მის გუნდიდან წასვლას ითხოვენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

დაგვიმეგობრდით