რაკიტიჩი ყოფილ კლუბში ბრუნდება

19-03-2020, 17:43

როგორც გავლენიანი გამოცემა Calciomercato იტყობინება, ივან რაკიტიჩს "ბარსელონას" დატოვება და ყოფილ კლუბში დაბრუნებააზე ფიქრობს.

32 წლის ხორვატს "სევილიაში" დაბრუნება და კარიერის იქ დასრულება სურს.

რაკიტიჩს კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ივნისში იწურება. კატალონიელებმა იგი 2014 წელს 18 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ი რაკიტიჩს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გუცაევი: "ნაკრები აუცილებლად მან უნდა გაწრთვნას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით