რაიოლა: "ჩემი კლიენტი "რეალში" ითამაშებს"

19-03-2020, 22:13

საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა აგენტმა, მინო რაიოლამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩემსა და "რეალს" შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა. ალფონსო არეოლა ამ გუნდში ჩემი დახმარებით მოხვდა, თუმცა, საქმე ჯერ სანახევროდაა მხოლოდ შესრულებული, რადგან ის იჯარითაა."

"მსურს, რომ მადრიდულ გუნდში დიდებული ფეხბურთელები მივიყვანო, რადგან, ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ზაფხულში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "რეალში" ჩემი რომელიმე სუპერვარსკვლავი გადავიყვანო." - აცხადებს რაიოლა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით